სტატიები

ამერიკის კვირეული თელავში 22 აპრილიდან დაიწყება

როგორც knews.ge-ს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დემოკრატიული და საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა ნინო გაგუამ განუცხადა, ღონისძიებები 22-დან 30 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
,,ვგეგმავთ რამდენიმე ღონისძიებას, მათ შორის 24 აპრილს გაიხსნება საინფორმაციო ფორუმი-გამოფენა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ღონისძიება. ფორუმი გაიმართება ერეკლე მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი დისპანსერის შენობაში. ღონისძიებაზე მოწვეულები ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იღებენ ამერიკის მთავრობის დაფინანსებას, გრანტებსა თუ კონტრაქტებს. ასევე, მოწვეულნი არიან საერთაშორის განვითარების სააგენტოს (USAID) ამერიკული და ქართული ორგანიზაცების წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციებს მიეცემათ საშუალება, რომ კახეთში საზოგადოებას გააცნონ იმ საგანმანათლებლო, საგრანტო თუ სხვა სახის დახმარების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც შეუძლიათ, რომ მათაც ისარგებლონ“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო გაგუამ.
მისივე ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში მოზარდებისთვის დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები: მუსიკალური წარმოდგენა, დისნეის გმირები, ცარცით ხატვა, სახის მოხატვა, ამერიკული პოპარტის ნიღბიანი პერსონაჟები.
,,ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად ბავშვებისთვის ჩავატარებთ ცალკე გასართობ მუსიკალურ პროგრამებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები. მინდა აღვნიშნო, რომ 24 და 25 აპრილს პანკისის სათემო რადიოში გაჟღერდება 25 რადიო ჰიტი. რადიო გადაცემები მომზადდება მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისესთან ერთთად. შემდეგ მოსწავლეებისთვის იქნება კონკურსი, კითხვები იქნება დასმული ჰიტებიდან მოსმენილი ინფორმაციისა და ამერიკის შესახებ“, – აღნიშნა გაგუამ.
მისივე განცხადებით, მოწვეული ორგანიზაციები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა საგრანტო, დახმარებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების შესახებ. 
აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ნანა კიკნაძე აცხადებს, რომ საინფორმაციო და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 
,,ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა 2009 წლის იანვარში, როდესაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა სტრატეგული ურთიერთობის ქარტიას. ახლა არის 25 წლისთავი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრობის, რომელსაც ვგეგმავთ, რომ აღვნიშნოთ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 4 ქალაქში, ესენია თელავი, ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი. მინდა ვთქვა, რომ ქარტიის ფარგლებში გვაქვს 4 ძირითადი მიმართულება – დემოკრატიული პრინციპების განვითარება, ხალხთა შორის ურთიერთობა, ეკონომიკა, მედიისა და სიტყვის თავისუფლება და სხვა. დაგეგმილ ღონისძიებებში შედის როგორც საინფორმაციო, ასევე მეგობრობის ფორუმები. 18 აპრილს, თბილისში, ხელოვნების სასახლეში უკვე გავხსენით 1992 წლის შემდეგ გადაღებული ფილმების გამოფენა. 1992 წლის შემდეგ იმიტომ რომ სწორედ მაშინ მოეწერა ხელი 2 ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ვცდილობთ, რომ სწორედ ეს ურთიერთობები და მეგობრობა აღვნიშნოთ. ინფორმაციისთვიის მინდა გითხრათ, რომ თბილისში ჩამოდის ამერიკის 3 ყოფილი ელჩი საქართველოში, 29 აპრილს დაესწრებიან ამბასადორიალს. ამავე დღეს დაიხურება ამერიკის დღეების კვირეულიც და გაიმართება გალა კონცერტი“, – განუცხადა knews.ge-ს ნანა კიკნაძემ.
მისივე განმარტებით, განრიგში ჩამოთვილი ღონისძიებებში 27 აპრილს ინტელექტუალური თამაშები გაიმართება პანკისში და არა ყარაჯალაში.

იხილეთ ამერიკის დღეების კვირეულის სრული განრიგი

22 აპრილი
სათამაშო მობილი ხოდაშენის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
ხოდაშენის საბავშვო ბაღი
დრო: 12:00-14:00

23 აპრილი
სათამაშო მობილი დუისის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
დუისის კულტურის ცენტრი
დრო: 12:00-14:00

24 აპრილი

ამერიკის დღეების გახსნა
საინფორმაციო გამოფენა
გაიგეთ მეტი აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების შესახებ.
რუსთაველის ქუჩა 11, ერეკლე მეფის მოედანი (ყოფილი დისპანსერის შენობა)
დრო: 14:00-17:00

გასართობი პროგრამა მოზარდებისათვის: მუსიკალური წარმოდგენა, გაერთე დისნეის გმირებთან ერთად, ცარცით ხატვა, სახის მოხატვა, ამერიკული პოპარტის – ნიღბიანი პერსონაჟები
მალას ბაღის მიმდებარე ტერიტორია (უამინდობის დროს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ჭავჭავაძის ქ.5)
დრო: 14:00-15:30

ცოცხალი მუსიკა
„მუსიკის ქალაქი“ და „ღამურები“
რუსთაველის ქუჩა 11, ერეკლე მეფის მოედანი (ყოფილი დისპანსერის შენობა)
დრო: 15:30- 17:30

25 ამერიკული ჰიტი მუსიკალური რადიო პროგრამა
უსმინეთ პანკისის საზოგადოებრივ რადიოს FM101.1
დრო : 18:15 – 19:00

25 აპრილი
25 ამერიკული ჰიტი მუსიკალური რადიო პროგრამა
უსმინეთ პანკისის საზოგადოებრივ რადიოს FM101.1
დრო : 18:15 – 19:00

27 აპრილი
ინტელექტუალური თამაშები
პანკისში საზრიანთა გუნდების შეჯიბრება
დრო : 15:00 – 16:30

29 აპრილი
სათამაშო მობილი ყარაჯალის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
ყარაჯალის სკოლა
დრო: 12:00-14:00

30 აპრილი
სათამაშო მობილი ყვარლის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
გრემი სათემო ორგანიზაცია
დრო: 12:00-14:00