ჩუმლაყის სკოლის რაგბის და ფეხბურთის გუნდებს სპორტული ინვენტარი გადაეცა
„ჩუმლაყის განვითარების ფონდმა“, რომლის მიზანიც სოფელში სპორტის განვითარების ხელშეწყობაა, აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო. ფონდმა ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთები, ტენისის მაგიდა და ჩოგნები, ჰოლაჰოპები, ჭადრაკი, ბადმინტონი და ფრიზბები საჩუქრად გადასცა.
ორგანიზაციის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩუმლაყში არსებულ ფეხბურთის სტადიონს.
„მნიშვნელოვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო წარმატებული მომავლისთვის და მე, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ახალგაზრდული გარემოს მკვეთრი გაუმჯობესებისთვის. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩუმლაყის საჯარო კოლის ფეხბურტის მოედნაზე შეიღება ძელები და დაიხაზა მოედანი, ინფრასტრუქტურა მოეწყო როგორც ფეხბურთისთვის, ასევე რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ. რაგბისა და ფეხბურთის გუნდები სრულად აღჭურვა სათამაშო ფორმებითა და სპორტული ინვენტარით. ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები იმ შენობისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სრულიად უფასოდ შეისწავლოს ფეხბურთი, რაგბი, ძიუდო, ჭიდაობა და სხვა სპორტული სახეობა“, – აღნიშნა knews.ge-სთან დავით სონღულაშვილმა.