სოფელ წინანდალში სასტუმრო “რედისონი” მომავალ წელს გაიხსნება
როგორც knews.ge-ს “სილქ როუდ ჯგუფში” განუცხადეს, ოთხსართულიანი, 100 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება.
“დაგეგმილია 100-ნომრიანი სასტუმროს აშენება. კომპლექსში იქნება საკონფერენციო და ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე-რესტორნები, სპა-აუზი და ფიტნეს კლუბი”, – განუცხადეს knews.ge-ს “სილქ როუდ ჯგუფში”
შენობა ცნობილმა ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისმა დააპროექტა. სასტუმრო კომპლექსი 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით შენდება.