კახეთის ტურისტული განვითარებისთვის სპეციალური კონცეფცია მუშავდება
გუბერნატორი knews.ge-სთან ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში აანონსებდა, რომ მიმდინარე წელს რეგიონში რამდენიმე სასტუმროს აშენება იგეგმებოდა.
,,რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ეს ემსახურება კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ტურიზმის კუთხით აქტიურად განიხილება რამდენიმე მიმართულება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც კახეთს გაჩნია, განვითარდეს. კონკრეტულად თელავში იგეგმება ორი ძველი და ისტორიული სასტუმროს კაპიტალური რეაბილიტაცია. ამ სასტუმროების – ე.წ. ,,ინტურისტისა“ და ,,კახეთის“ სრული რეაბილიტაცია იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. მაგალითად, “ინტურისტის” სასტუმროს ოპერატორი კომპანია Golden Tulip-ი იქნება. რეგიონში ტურისტების რიცხვმა იმატა და სასტუმროში ადგილების დეფციტს განვიცდიდით. შესაბამისად, სასტუმროების მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და დახვეწა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რეგიონში მოხდეს ინვესტორის შემოყვანა იმისთვის, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები განვითარდეს”, – განუცხადა knews.ge-ს ქადაგიშვილმა.
გუბერნატორის ინფორმაციით, კახეთში იგეგმება ბევრი ინფტასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შუწყობს როგორც ტურიზმის, ასევე რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი დარგის – სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებასა და გაძლიერებას.