ახალი ამბები

თელავის ყოფილ დეპუტატს საკუთარ სახლში ესროლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ გამგებელს და დეპუტატს თავდამსხმელი საკუთარი სახლის ეზოში გაუსწორდა. წინასწარი ინფორმაციით, დავითაშვილს 8 ტყვია ესროლეს. დაზიანებები მუცლის ღრუსა და ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული. დაჭრილი მალევე თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით,  მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური და სასიცოცხლო ფუნქცია შენარჩუნებულია. 

როგორც knews -ს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ჭრილობები სასიცოცხლო არეალში არ არის მიყენებული, თუმცა კიდურებსა და მუცლის ღრუში რამდენიმე გამჭოლი ჭრილობა ფიქსირდება და საყურადღებოა.  

როგორც ადგილობრივების განცახდებით ირკვევა, ყოფილ დეპუტატს მისი სახლის ეზოში სავარაუდოდ ნაცნობი  მამაკაცი ესაუბრებოდა, რის შემდეგ რამდენიმეჯერ სროლის ხმა გაიგეს, როდესაც ოჯახის წეცრები ადგილზე მივიდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეს შინგანა საქმეთა სამინისტროს თელავის სამმართველო იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ვასილ დავითაშვილი 2011 წელს  საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მანამდე კი თელავის გამგებლის პოსტს იკავებდა.