სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
,,გარდა ეკოლოგიური საფრთხისა, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები შეგვექმნება, შეიძლება წყალმომარაგება სრულად შეწყდეს. სოფელში ჰესის აშენების დაწყების შემთხვევაში, აქციებს გავმართავთ, სამუშაოების დაწყების უფლებას არავის მივცემთ”, – აცხადებენ ადგილობრივები.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ავანისხევზე შპს „ჯეო ფაუერი“ ახალსოფელი ჰესის მშენებლობას გეგმავს. 5 მეგავატიანი ჰესის მშენებლობაზე 6 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
,,შესაბამისი კვლევებით დადგენილია, რომ ეკოლოგიური პრობლემების საშიშროება არ არსებობს. მოხდება ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება”, – განმარტავენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ართანა ჰესის მშნებლობის დაწყებას აპროტესტებდნენ სოფელ ართანას მცხოვრებლებლიც. მათ, საპროტესტო აქცია გამართეს თელავის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი სოფლის მდინარეზე ,,დიდ ხევი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. ართანა ჰესის მშენებლობას შპს “ართანა ლოპოტა” გეგმავს.