თელავში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დანით დაჭრა
26 წლამდე ქალბატონს მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. როგორც Knews.ge-ს მეზობლებმა განუცხადეს, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
,,5 ჭრილობა მიაყენა ქმარმა ახალგაზრდა ქალს, სასწრაფომ ის თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად გამოდიოდა”, – განუცხადეს Knews.ge–ს მეზობლებმა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.