სოფელ გურჯაანში სატვირთო მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა
შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანმა მრავლობით დაზიანება მიიღო. დაშავებული გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
თვითმხილველების განცხადებით, 4 წლის ბავშვი მშობლებს გამოექცა, ცენტრალურ გზაზე გადაირბინა და ავარია სწორედ ამ დროს მოხდა.
“ბაკურციხე–გურჯაანის ავტომაგისტრალზე მანქანები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ და ავტოავარიების შემთხვევების რიცხვის დიდია. აუცილებელია მაგისტრალზე დამონტაჟდეს სიჩქარის შემაფერხებლები”, – განაცხადეს თვითმხილველებმა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.