სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დიწყო
ცენტრის დირექტორის ლევან უჯმაჯურიძეს განცხადებით, იმისათვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, მოიპოვოს კვალიფიციური სანერგის სტატუსი. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით იხელმძღვანელებს.
„სერტიფიცირებული სარგავი მასალა არის ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლების, პროდუქტიულობისა და სოცოცხლისუნარიანობის გარანტი. სერტიფიცირება არის პროცედურათა თანმიმდევრობა, რომელიც უნდა ჩატარდეს თითოეულ სანერგეში, თუმცა, აღნიშნული პროცესი ნებაყოფლობითია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სერტიფიცირებულ სანერგეებს მიენიჭებათ პრიორიტეტი, რადგან ისინი დიდწილად მოქცეულნი იქნებიან სტანდარტებში, მომხმარებელი კი უპირატესობას ყოველთვის ხარისხიან ნერგს ანიჭებს“, – განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე შეძლებს სერტიფიცირების პროცესში ჩართვას. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების (ვირუსები, ნიადაგი) შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.