ყვარელში 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა
პროექტს კომპანია „Ferrus Development“ ახორციელებს, რომელიც 2 ეტაპისაგან შედგება – პირველი ეტაპი ითვალისწინებს ილიას ტბაზე საკონცერტო სივრცისა და ეკოკოტეჯების აშენებას, რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. მეორე ეტაპიკი, ეკოკოტეჯების წარმოების საქართველოში გადმოტანას და მის შემდგომ განვითარებას გულისხმობს.
,,ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მუშაობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ბიზნესს შევუქმნათ შესაძლებლობები, განახორციელონ ერთობლივი პროექტები და შექმნან თანამშრომლობის კუნძულები. მინდა მივესალმო ამ ახალ ინიციატივას, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბიზნესსა და ხელოვნებას, რომელსაც მხარს ვუჭერთ პოლიტიკოსები, გისურვოთ წარმატება,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებით, ისინი კარს ურებენ ქვეყნების მჭიდრო მეგობრობას.
„მინდა ხაზი გავუსვა ქართული და ლატვიური ბიზნესების ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, აგრეთვე ინვესტიციების ზრდას, რომელიც ეხმარება ეკონომიკის განვითარებას. ეს შესანიშნავი პროექტი არის ერთერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა კარგად ვითარდება მეგობრობა ჩვენს ერებს შორის,“-აღნიშნა რაიმონდს ვეიონისმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს პროექტის გახსნის აღსანიშნავად სიმბოლური გასაღებები გადაეცათ.