ახალი ამბები

ახმეტის საჯარო სკოლები და ბაღები ბრიკეტებით გათბებიან

“გვაქვს ერთი საპილოტე პროექტი ახმეტის რაიონში, სადაც ტყეში არსებული ნარჩენი ბრიკეტებად გადამუშავდება. გვინდა რომ რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი გავათბოთ. ბრიკეტებისთვის სპეციალურ ღუმელებს შევიძენთ. სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. ამიტომ თანამედროვე ალტერნატივებს უნდა მივმართოთ”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტს ეროვნული სატყეო სააგენტო გაერო-ს ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მონაწილეობით ახორციელებს. პროექტის მიზანი საშეშე მერქნის დაზოგვაა.