ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის საკითხებზე აუდიტორიის კვლევის შედეგები გამოქვეყნდება

აუდიტორიის ინტერესების შესწავლა სოფლის მეურნეობის სფეროსა და სამეწარმეო უნარების განვითარების შესახებ მედია პროდუქციის მიმართულებებისა და პროგრამირების განსაზღვრისა და აუდიტორიის მოთხოვნების დასადგენად 2017 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა. რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის შედეგების განხილვა ლოპოტაზე, არაფორმალურ გარემოში გაიმართება. აუდიტორიის კვლევა კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში: თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და ყვარელში შემთხვევითი შერჩევის მეთოდოლოგიით ჩატარდა. სოფლის მეურნეობის საკითხების ეკონომიკური და სოციალური აქტივობისა და, აგრეთვე, არსებული მედიაგარემოს შესაფასებლად გამოიკითხა სოფლად მცხოვრები 270 მოქალაქე. 
პრეზენტაციას დაესწრებიან მედიის, არასამთავრობო, საჯარო და კვლევითი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებით დაინტერესებული დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
პროექტი არის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის საკითხებზე დაინტერესებული აუდიტორიისათვის სიღრმისეული და საგანმანათლებლო პროდუქტის მიწოდებას. 
ღონისძიების ფასილიტატორია პროექტი MOLI კახეთში, რომელიც მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში სიღარიბის შემცირებას მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობით. პროექტი ხორცილედება ორგანიზაციის “HEKS EPER ოფისი სამხრეთ კავკასიაში“ მიერ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.