ახალი ამბები

იორმუღანლოში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და იპოთეკური სესხის გადავადებას ითხოვენ.
,,ხდება კლინეტის უფლებების დარღვევა. ზოგს მოუწია საცხოვრებელი სახლების დათმობა. თუ ასე გაგრძელდა და მოლაპარაკება არ შედგა რასაც ვითხოვთ, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, – განაცხადა knews.ge-სთან აქციის მონაწილე კაზამფარ მამედოვმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკებმა რამდენიმე იპოთეკარს საცხოვრებელი სახლი უკვე გაუყიდა, სახლების ნაწილი კი აუქციონზეა გატანილი. 
იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების დაბრუნებასა და ცხვრის რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს. 
,,საქონელი არ იყიდება და ვერ დავფარეთ კრედიტი დროულად, ამიტომ დაგვერიცხა დავალიანება. რის გამოც სახლები გაუყიდეს ზოგს. ვითხოვთ, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს ჩვენი პრობლემებით და ხელი შეგვიწყონ ამ საკითხის გადაჭრაში”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აღნიშნულ საკითხზე იორმუღანლოს თემში მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესო აქცია თებერვალშიც გამართა.