ახალი ამბები

დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით წნორში აქცია გაიმართება

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლმა, თამთა კუსრაშვილმა knews.ge–ს განუცხადა, ღონისძიება რამდენიმე ნაწილს მოიცავს.

,,აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღია ცის ქვეშ გაიმართება ფილმის ჩვენება, ასევე ჩვენი ბენეფიციარების თანამონაწილეობით დაიდგმება ფლეშმობი, დეგეგმილია ასფალტის მოხატვაც. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება. 10 თვეა, რაც ორგანიზაცია არსებობს და ამ ეტაპზე, 11 ბენეფიციარი გვყავს”, – განუცხადა knews.ge–ს თამთა კუსრაშვილმა.