ახალი ამბები

მწვანე ნარგავებთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სონღულაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებლის მოხსნას და კვალიფიციური სპეციალისტების იმ წრის განსაზღვრას, რომლებსაც ამგვარი საკითხების გადაწყვეტის უფლება ექნებათ მინიჭებული.
,,ინიციატივა შეეხება დაავადებულ ხეებს, რომლებიც არ ექვემდებარება მკურნალობას, შეიძლება გახდეს ეპიდემიის კერა და გადაედოს სხვა, ჯანსაღ ხეებს. ჩემი ინიციატივა ითვალისწინებს დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებლის მოხსნას, რომელიც საკმაოდ დიდია. მწვანე საფარზე ზრუნვა მხოლოდ ხის დარგვას არ ნიშნავს. უმთავრესი არსებულის შენარჩუნებაა. თვითმმართველობის სტრუქტურა, ეტყობა, ვერ აუდის ამ საქმეს. ხოლო კერძო მეპატრონეები თავს არიდებენ მარტივი ლოგიკის გამო: თუ დაავადებული ხე ხელს არ უშლის მათ საქმიანობას, მოჭრაზე არც იფიქრებენ, ზედმეტ ხარჯს არ იტვირთავენ. მოსაკრებელი საკმაოდ საგრძნობია”, – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.
აღნიშნულ კანონპროექტს ეწინაარმდეგება სახალხო დამცველი. 
უჩა ნანუაშვილი ეხმაურება დავით სონღულაშვილის ინიციატივას ხეების ჭრასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა გაამახვილოს გარემოს დაცვის ინტერესებზე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებაზე და ახალი რეგულაციები მათზე დაყრდნობით მიიღოს.
,,მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული უნდა იყოს მწვანე საფარის მაქსიმალურად დაცვისაკენ და არ უნდა გააუარესოს არსებული მდგომარეობა“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.