ახალი ამბები

ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი რეგიონში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერის ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, შეხვედრების მიზანია კახეთის რეგიონში ადგილობრივი თემების სოფლის განვითარების პროცესში ჩართულობა და სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის LEADER-ის პოპულარიზაცია. 

,,საინფორმაციო შეხვედრები გულისხმობს დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას კახეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის. რეგიონის სხვა ქალაქებში, სადაც სოფლის განვითარების ლიდერ მიდგომა არ არის დაწყებული, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საკითხები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი, საგრანტო კომპონენტი, როგორც ადგილობრივი, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ასე შემუშავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც 2016–2020 წლებზეა გაწერილი. ამ ჭრილში ინფორმაციების გაზიარება მნიშნელოვანია. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები წარმოადგენენ ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივ სამოქალაქო გაერთიანებებს, რომლებიც თვითმმართველობის პარალელურად თემის განვითარებისათვის საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაციას, ხალხის ჩართულობას და, საერთო ჯამში, ლოკალურ განვითარებას უწყობენ ხელს“, – განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.

მისივე განცხადებით, მსგავსი პლატფორმა ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს.

,,ამ ეტაპზე ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მსგავსი პროგრამის განხორციელება დაიწყო, არის დედოფლისწყარო. ამ მუნიციპალიტეტში იმუშავებს არასათავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER“, – აცხადებს პროექტის მენეჯერი.

საგრანტო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ხორციელდება.