ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალის განვითარებისთვის 240 000 ევრო გამოიყოფა

ხელშეკრულების თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი 240 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. როგორც knews.ge–ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, აღნიშნული თანხა მოხმარდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობას. 
“სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის მხრივ არ ვართ განებივრებულები. ეს თანხა ჩვენი ფუნქციონირებისათვის და სიახლეების დანერგვისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოყოფილი თანხა არის სამ თვეზ გაწერილი და მოხმარდება თანამშრომლების ხელფასებს, ინფრაქსტრუქტურის მოვლას, შენახვას, აღდგენას, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს. კავკასიის ბუნების ფონდმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის უკვე მესამედ გამოყო გრანტი. ეს არის ჩვენთვის დამატებითი შემოსავლის წყარო. კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც ბუნების კონსერვაციაში, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის მუდმივად ვთანამშრომლობთ დონორებთან. ახლო მომავლში განხორციელდება აშშ–ს განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებში ზღის დონიდან 2650 მეტრზე განთავსებულ ტურისტულ თავშესაფარში განთავსდება მზის ბატარეები“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სულამანიძემ. 
მისივე ინფორმაციით, კავკასიის ბუნების ფონდმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის გრანტი უკვე მესამედ გამოყო. მანამდე მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2011 და 2014 წლებში.