ახალი ამბები

ნეკრესის ნაქალაქარის დიდი ბაზილიკის გადასარჩენად ხელმოწერები გროვდება

პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლებას ძეგლის გადასარჩენად ღონისძიებების განხორციელებას სთხოვენ.

,,გამომდინარე მისი სრულიად უნიკალური გეგმარებიდან და საეტაპო მნიშვნელობიდან ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების გენეზისის გზაზე, ნაქალაქარ ნეკრესის (დოლოჭოპის) დიდი ბაზილიკის კომპლექსს მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის ხუროთმოძღვრულ-არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი; კულტურული მემკვიდრეობის ეს ღირშესანიშნავი ძეგლი, მის გამოსაკვლევად ჩატარებელი აუცილებელი არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ, ფიზიკურად მეტად არამდგრადი გახდა. მიუხედავად აქამდე ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა, ამჟამად მას ბუნებრივი და სტიქიური მოვლენების შედეგად კვლავ ემუქრება არამცთუ დაზიანების, არამედ განადგურების საფრთხე”, – წერია პეტიციაში.