ახალი ამბები

თესაუს მიკრობიოლოგიური კვლევის ლაბორატორიით ჩინეთის ქალაქ იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემია დაინტერესდა

ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის, ირმა შიოშვილის ესპანეთში ვიზიტის დროს გახდა ცნობილ, რომელიც სანტიაგო დე კამპოსტელას უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იმყოფებოდა. 
,,აღნიშნული პროექტის მიზანი უნივერსტეტებსა და სხვადასხვა საწარმოებს შორის, დამწყები ორგანიზაციების მეშვეობით, თანამშრომლობის განვითარებაა. ევროკომისიის ინიციატივით, პროექტში ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს და ის 2019 წელს დასრულდება. უახლოეს მომავალში იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან,”– განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.