კახურმა ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მიიღო
კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი. დეგუსტაციები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით გაიმართა. ორმაგი ოქროს მედალი გადაეცა კომპანია „ვაზიანი კომპანის“ მიერ წარმოებუ საფერავი 2015–ს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლები გადაეცა შემდეგ კომპანიებს: ბინეხი – საფერავი 2015; თელავის ღვინის მარანი – კონდოლი საფერავი 2014; თელავის ღვინის მარანი – სატრაპეზო საფერავი 2013; მილდიანი – ქინძმარაული 2014; ვაზიანი კომპანი – ქისი 2015; მეღვინეობა ხარება – საფერავი 2013
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ კომპანია თელავის ღვინის მარანს – მუკუზანი 2014; მილდიანი – საფერავი რეზერვი 2011; შუმი – საფერავი BIO 2014; მეღვინეობა ხარება – ქინძმარაული 2014; ბესინი – ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013
„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – „ბრილიანტის“ (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
როგორც knews.ge–ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა განუცხადა, მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ აზიის ბაზარზე.
„საკურას“ საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს.