სოფელი ბადიაურში მცხოვრები 6 შვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა” ავრცელებს.
,,ოჯახის უფროსი გელა, ჯანმრთელობის გაუარესებამდე შრომობდა და ოჯახს ინახავდა, ახლა კი მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ოჯახიც საარსებო წყაროს გარეშე არმოჩნდა. მათ არ აქვთ აბაზანა და საპირფარეშო, არც გათბობა და სახლში წყალიც კი არ აქვთ. საჭმელი რომ მოამზადონ და ხელ–პირი დაიბანონ მათ წყლის ზიდვა ნებისმიერ ამინდში შორი მანძილიდან უხდებათ. აგულოვების ოჯახს ესაჭიროება პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, თეთრეული და ჭურჭელი”, – ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოჯახის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000.