ახალი ამბები

გურჯაანში დეპუტატის ბიურო მოქალაქეებს პროექტების წერაში დაეხმარება

ბიურომ მუშაობა უკვე დაიწყო.
ბიუროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, გოგი მაჩხაშვილი ხელმძღვანელობს.
ბიუროში მოქალაქეებს ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-საათამდე შეუძლიათ მისვლა. ის გამგეობის შენობაში მესამე სართულზეა განთავსებული.