გაცვლითი პროგრამა თესაუს სტუდენტებისათვის
,,განათლების საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში პრეზენტაცია საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამის შესახებ უკვე გამართეს.
,,სასტიპენდიო პროგრამა -,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“-წარმოადგენს. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას და საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცეს, საფრანგეთში მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი, როგორც ფრანგულენოვან, ასევე, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად”, – განაცხადეს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა.
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას შესაბამის სფეროში განაგრძობენ.
ფოტო: tesau.edu.ge