ახალი ამბები

ლაგოდეხში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს ერთ–ერთ რესტორანში პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ. 
დაჭრილი პირი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მოქალაქეს საავადმყოფოში შეყვანისას მუცლის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.