ადგილობრივ ბაზარზე საგარეჯოში წარმოებული ორგანულ-მინერალური სასუქები გაიყიდება
წარმოებას ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში „სტარტაპ საქართველო“ გამარჯვებული ბიზნეს–იდეის კომპანიის ,,აგრო ვიტა პროდაქშენის“ მიერ მოხდება.
კომპანიის ხელმძღვანელის, ლევან ასლანაძის თქმით, მოლაპარაკებები საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც მიმდინარეობს. მისივე თქმით, საწარმოში პირველ ეტაპზე 7 ადამიანი დასაქმდება.
,,ორგანულის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება, ხოლო რაც შეეხება მინერალურს, ვაპირებ, იტალიიდან შემოტანილი პროდუქციით ვაწარმოო. პროექტის სრული ღირებულება 241 ათასი ლარია. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი არიან დაინტერესებული, “- განაცხადა ლევან ასლანაძემ.