ახალი ამბები

ბატონის ციხის რეაბილიტაციისათვის 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

,,სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მიმდინარეობს სამხრეთ აივნის აღდგენითი სამუშაოები, თაღოვანი სახურავის რებილიტაცია, ლესვითი სამუშაოები, ვიტრაჟების მონტაჟი და ა.შ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგამოფენო სივრცესა (მუზეუმს) და მიმდებარე ტერიტორიას. მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის ერეკლეობის ღონისძიებებისთვის, მისი დაბადებიდან 297 წლისთავზე, დასრულებული იქნება”, – განუცხადა knews.ge-ს ქადაგიშვილმა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 6 423 430 ლარია.
,,აღსანიშნავია, რომ ბატონის სასახლეს რესტავრაცია, ბოლოს, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. თუმცა მაშინ არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით არსებული პროექტი შეიცვლა და სრულად იქნა დაცული ყველა შესაბამისი ნორმა ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად“, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.