ახალი ამბები

სიღნაღში ქვიშით დატვირთული ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეცა

knews.ge-ს ინფორმაციით, ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, თბილისი–დედოფლისწყაროს მიმართულებით მოძრავ სამგზავრო სამარშუტო ტაქსს შეეჯახა და ზედ დაეცა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყავნეს. სამარშუტო ტაქსში 7 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც Knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დედოფლისწაროს ქვიშის კარიერიდან კომპანია ,,ბედეგი” ქვიშის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ავარია ქვიშის გატანის დროს მოხდა.