ლეგენდარული ნატო ვაჩნაძის ძეგლი თბილისში გაიხსნა
ლეგენდარული ქართველი მსახიობისთვის ძეგლის დადგმის ინიციატორები ნატო ვაჩნაძის შვილები ელდარ და გიორგი შენგელაიები არიან, 2.20 მეტრი სიმაღლის მონუმენტის ავტორი კი, ლევან ვარდოსანიძეა.
ნატო ვაჩნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში, გურჯაანის სოფელ გურჯაანში. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით;
ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაიბადა. 1920-1930 წლებში იგი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი იყო. ქართული კინოს ლეგენდა არაჩვეულებრივი გარეგნობითა და არტისტულობით გამოირჩეოდა.
ნატო ვაჩნაძე 1953 წელს 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. იგი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.