კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში არსებული 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, სადაც სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ”ფაბლაბი” მოეწყო, ქსელის წევრები გახდებიან. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა.
,,საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის – „ფაბლაბი” პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, ირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა. 14 ფაბლაბის ერთდროულად გახსნა უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში. ამ ფაქტის შემდეგ საქართველო მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე ინაცვლებს.”, – აცხადებენ სამინისტროში.
კოლეჯ „აისის“ ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. „ფაბლაბში“ სტუდენტები იმუშავებენ პროექტებზე.
,,შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის. აქ იქნება უნიკალური სივრცე ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომელსაც საინტერესო იდეის განხორციელების სურვილი ექნება.” – განმარტავენ კოლეჯში.
ფოტოები: კოლეჯი ,,აისი”