კახეთის რეგიონს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება
მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.
,,მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.” – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში მოძრავი სერვისცენტრი შემდეგი განრიგით გადანაწილდა:
გურჯაანი 20.01.2017 – (გამგეობის შენობა) ნონეშვილის ქუჩა 13
ყვარელი 23.01.2017-( გამგეობის შენობა) კუდიგორის ქუჩა 1
ახმეტა 24.01.2017 – (გამგეობის შენობა) ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა 49
სიღნაღი 25.01.2017- (გამგეობის შენობა) აღმაშენებლის მოედანი 4