ლაგოდეხში მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება
სიფრაშვილების სახლის შესაძენად ლაგოდეხის გამგეობამ 10 ათასი ლარი გამოყო, რასაც დაემატა გასულ წელს გამგებლის ინიციტივით გახსნილ საბანკო ანგარიშზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული 2 ათასი ლარის ოდენობის თანხაც.
,,ბოლო წლების განმავლობაში სიფრაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამით არაერთხელ გამოეყო ფულადი დახმარება”, – განაცხადა ქალაქის გაგებელმა კახა ჯამბურიამ.
ექვსშვილიანი ოჯახის დასახმარებლად სოციალურ ქსელში, მოქალაქის თიკო იობიძეს მიერ საქველმოქმედო კამპანიაც წარმოებდა, საიდანაც შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახს მოხმარდა.