ახალი ამბები

აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადდება იწყება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილის განცხადებით, აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა უკვე გაიმართა. 
,,სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და პროექტში ჩართულ ექსპერტებთან ერთად განვიხილეთ საადაპტაციო გეგმის მთავარი მიმართულებები და ეროვნულ საადაპტაციო გეგმაში გათვალისწინებული მრავალმხრივი მიდგომები ქვეყნის აგრარული სექტორის ადაპტაციისთვის კლიმატის ცვლილებებისადმი რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელო პრინციპები ყველა სამთავრობო უწყებისა და პარტნიორისთვის შეიქმნება”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე პროექტის „სოფლის მეურნეობის განვითარება, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა” ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.