სიღნაღელმა სპორტსმენება საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს
ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში მიმდინარეობდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდმა წოლჭიმში პირველი გუნდური ადგილი მოიპოვა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში პირველ ადგილზე გავიდნენ: ჯიმი ნანდოშვილი, გიორგი ბეჟაშვილი, გიორგი დანიელაშვილი, ლევან შაიშმელაშვილი, ლადო ბახტურიძე, გიორგი ამნიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ჯიმი ნანდოშვილი 83კგ წონითი კატეგორიაში შეჯიბრის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა და შედეგით მსოფლიო რეკორდს გადააჭარბა.
ჩემპიონატზე მეორე ადგილი ვასიკო ტალიაშვილმა დაიკავა, ხოლო ამიკო ოთიაშვილი მესამე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებული სპორტსმენები ფაუერლიფტინგის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ შიოშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა შოთა ბეჟაშვილმა დიპლომებით და მედლებით დააჯილდოვეს.