კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა ტურნირი ჭადრაკში
ტურნირში ასპარეზობის შედეგად 3 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯემალ შავერდოშვილმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილები კი, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კარლო ჯამბურიამ გაინაწილეს. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი ტურნირი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით უკვე მეორედ ტარდება.
,,აღნიშნული ტურნირი კახეთის გუბერნიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, გამოვლინდა სამი გამარჯვებული. კახეთის საუკეთესო მწვრთნელის წოდება კი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მწვრთნელს ირაკლი ქვლივიძეს ერგო. გამარჯვებულები სპეციალური მედლებით და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ,”– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ტურნირი კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებით გაგრძელდა. ფედერაციის წევრების გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი შიოლაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩაანაცვლა.