ახალი ამბები

კახეთში ღამით 7 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში 22 დეკემბრის ჩათვლით, ცივი და უნალექო ამინდები იქნება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამე კი ყინვა გაძლიერდება. 
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამით აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატური ღამით -25 გრადუსამდე დაეცემა, დანარჩენ ქალაქბში კი -8 დაფიქსირდება.