ახალი ამბები

თელავში პარაოლიმპიური სროლის ფედერაცია საჩვენებელ შეხვედრას ჩაატარებს

საჩვენებელი შეჯიბრი ჩატარდება შემდეგ სახეობებში: სროლის ტურნირი, ბილიარდის ტურნირი, წოლჭიმი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ (ISAF-ის) საქართველოს სახელით საბრძოლო მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და კახეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მონაწილეები დაჯილდოვდებიან მედლებით და ფასიანი საჩუქრებით.

ღონისძიება იმართება თამაზ ანთაძის სპორტულ კომპლექსში პარასპორტის კვირეული ფარგლებში. შეჯიბრი დაიწყება 14:00 საათზე.