ახალი ამბები

2014 წლის აღწერის მიხედვით კახეთში 53 ნასოფლარია

ამავე აღწერის მიხედვით, 223 სოფელში მოსახლეობის გრაფაში – 0 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ახლა აღარავინ სახლობს. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებით, კახეთში 53 ნასოფლარია, აქედან 51 ახმეტაში, უმეტესობა კი თუშეთში. 
,,თუშეთის 52 სოფელში მხოლოდ 47 კაცია რეგისტრირებული (30 მამაკაცი და 17 ქალი), აქედან 37 ომალოში, დანარჩენ სოფლებში: შენაქოში, ჩიღოში, წაროსა და ბოჭორნაში – 1-2-4 კაცია. ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ერთადერთია, ვინც ბოჭორნაშია რეგისტრირებული, ამიტომ ნასოფლარი სოფელი გახდა და გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ პუნქტად იქცა. თუშეთში წლებია, სკოლაც აღარავის სჭირდება. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ახმეტა ლიდერობს. ეს ძირითადად თუშეთის ის სოფლებია, რომელთა დაცლა ხელისუფლების მითითებითაც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, გასული საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო”, – ნათქვამია დოკუმენტში.