კახეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ყავს
ირაკლი ქადაგიშვილმა პირველ მოადგილედ ირაკლი შიოშვილი დანიშნა. ინფორმაციას Knews.ge-სთან გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
,,ირაკლი შიოშვილი ზურაბ არსენიშვილის ნაცვლად დაინიშნა. არსენიშვილი კი, უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ რჩება. ირაკლი შიოშვილი მანამდე შ.პ.ს. „მობიტელი“ (ბილაინი) კახეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი შიოშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 14 ნოემბრიდან შეუდგა. შესაბამისად, გუბერნატორს ყავს 3 მოადგილე – ირაკლი შიოშვილი, გივი მეტრეველი და ზურა არსენიშვილი’,- განუცხადეს Knews.ge-ს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.