გურჯაანში უძრავი ძეგლის სტატუსი 9 ისტორიულ ობიექტს მიენიჭა
,,ცხრა ძეგლიდან 7 არის ეკლესია და 2 კოშკი. უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა: „მამაშაურის“ ეკლესია ( IX-X სს), წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გვიანდელი შუა საუკუნეები ), “ზურიას” საყდარი (გვიანდელი შუა საუკუნეები ) , “ღვთისმშობლის” ეკლესია ( XVIII სს), “ყვავის” საყდარი (გარდამავალი პერიოდი), “ღვთისმშობლის” სახელობის ეკლესია ( XVIII სს), კოშკი (გვიანდელი შუა საუკუნეები.) და დიდი კოშკი (გვიანდელი შუა საუკუნეები)”, – განაცხადეს უწყებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ძეგლებს სტატუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიანიჭა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-მდე ისტორიული ობიექტია. აქედან დღეისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 130- მდე ობიექტს აქვს მინიჭებული.