გურჯაანის დეპუტატი მოსახლეობასთან შეხვედრებს 24 ნოემბრიდან დაიწყებს
დეპუტატის ინფორმაციით, შეხვედრებს საინფორმაციო ხასიათი ექნება, სადაც იგი ისაუბრებს საკუთარ გეგმების შესახებ და მოისმენს საზოგადოების აზრს.
,,გურჯაანში, მოსახლეობასთან შეხვედრებს 24-დან 28 ნოემბრის ჩათვლით ყველა სოფელში გავმართავ. ასევე, გეტყვით, რომ პარლამენტის შეკრების შემდეგ, ბიურო ქალაქ გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე, #15-ში განთავსდება. უახლოეს მომავალში კი, გამოქვეყნებთ ბიუროს საქმიანობის განრიგს”, – განაცხადა სონღულაშვილმა.