თელავში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ
ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ბევრი პრობლემა აქვთ შექმნილი: ისინი საზოგადოებისგან გარიყულები არიან და დამოკიდებულება მათდამი არასწორია.
„ასოციაცია წარმოადგენს მოქალაქეთა არაპოლიტიკურ, არაკომერციულ, საქველმოქმედო, ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობების მიმართულებებია ადამიანის უფლებების დაცვა, სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა და ქველმოქმედება. ჩვენ ვცდილობთ შშმ პირებს ხელი შევუწყოთ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. ეტლი თვითმმართველ თემში მცხოვრებ 16 შშმ პირს გადავეცით, რომელიც საერთაშორისო ასოციაციამ – „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“შეიძინა’’,– განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა.