ახალი ამბები

თელავში სპორტული მოედნები მოეწყო

,,როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩემს თანამოქალაქეებს შევხვდი, მათი მოთხოვნა იყო, რომ მოგვეწყო სპორტული მოედნები და დღეს ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. მიხარია, რომ მათ კმაყოფილ სახეებს ვხედავ. იგივენაირად ვიზრუნებ ქალაქის პერიფერიებზე, როგორც ცენტრალურ ნაწილზე, რათა მოსახლეობას შევუქმნა საცხოვრებლად უკეთესი პირობები და კომფორტული გარემო ვიდრე წარსულში იყო“– განაცხადა ქალაქის მერმა, პლატონ კალმახელიძემ. 
სპორტული მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 66 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, ალაზნის გამზირზე 28 ათასი, კლდიაშვილის ქუჩაზე 38 ათასი ლარი დაიხარჯა.