ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში ავტომობილებიდან აკუმლატორები მოიპარეს

ადგილობრივების ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ორი ავტომობილიდან აკულატორები მოიპარეს.
როგორც სოფელ ჩუმლაყის მკვიდრმა, უჩა ქემაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, ერთი ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის გარეთ, ხოლო მეორე სახლის ეზოში გაქურდეს.
,,წუხელ 11:00 საათზე გავიგე ბიჭების ჩარბენის ხმა, მე მეგონა, რომ ვიღაც მთვრალები იყვნენ. შუქებიც გამეთიშა სახლში, გარეთ გავიხედე და მეზობლებთან იყო. მრიცხველიდან გამოურთავთ ჩვენთვის შუქი, რადგან ეზოში ღამით მინთია ხოლმე და დილით გავიგე, რომ ჩემი მეზობლისთვის აკუმლიატორი მოუპარავთ. ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია მუშაობს”, – განუცხადა Knews.ge-ს უჩა ქემაშვილმა.