ახალი ამბები

ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი საგრანტო პროგრამა გრძელდება

საგრანტო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ხორციელდება. 

,,პროგრამა მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული”, – აცხადებს პროექტის მენჯერი ჯუბა მარუაშვილი.

კუნკურსის მეორე ეტაპზე გრანტები გაიცემა ისეთი პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს შეუწყობენ: სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებას; სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში კვლევებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის; გარემოზე ზეგავლენის შემცირებას; ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე; სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის გაზრდას; ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას; სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი გრანტის მინიმალური ოდენობაა – 1 000, მაქსიმალური კი 30 000 ევრო. საპროექტო იდეების შეტანის ბოლო ვადა 30 ნოემბერია.
საგრანტო პროგრამის დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე – www.enpard.ge და www.care-caucasus.org.ge.