ახალი ამბები

თესაუს სტუდენტმა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა

ჟიული შარტავასა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით გამოცხადდა. 

,,თესაუს სტუდენტის მიერ წარდგენილმა თემამ -,,ქართულ -აფხაზური ერთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები“ (ხელმღვანელი ასოც. პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი) გამარჯვება და ჟიული შარტავას სახელობის 10 თვიანი სტიპენდია მოიპოვა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტს, მაია ახალკაციშვილს, კონკურსში გამარჯვებულის სიგელი და ჟიული შარტავას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი გადასცა”,-განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.