დედოფლისწყაროში ზემო ქედთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
პროექტი 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-მოასფალტებას ითვალისწინებს. სამუშაოებს შპს ,,სერპარტინი“ ახორციელებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს სოფელ ქვემო ქედთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდება.
,,ეს არის ქედების ზონასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც საქართველოს ბეღელად წოდებულ შირაქსაც უკავშირდება. წინა წლებში დედოფლისწყარო-ქედების მიმართულებით 24 კილომეტრიანი გზა მოასფალტდა, წელსაც ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მომავალი წლის დასასრულს ქვემო ქედამდე სრულიად ახალი გზა იქნება. პირობას ვდებთ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემა აღარ გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.