სოფელ კურდღელაურში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
გუშინ გვიან ღამით სოფლის ერთ–ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და ძვირფასი ნივთი მოიპარეს.
როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა Knews.ge-ს განუცხადეს, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ბინის მფლობელი თბილისში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს და ნივთმტკიცება ამოიღეს. უწყების ცნობით, სოფელ კურდღელაურში ბინის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.