ერეკლეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, დღის განმავლობაში თელავის სახელმწიფო თეატრის წინ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება ჩატარდება, გაიმართება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მოეწყობა წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვის, ფოტო, მუსიკალური და „სოფლის ნობათის“ პავილიონები და სხვა. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის და წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ წელს თელავი ერეკლეობას შესრულებული დაპირებებით ხვდება.
,,თელავს და თელაველებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მოხარული ვარ, რომ ბევრი ასრულებული დაპირებით ვხვდებით ერეკლეობას, რაც გულისხმობს ბატონის ციხის და მეფის სასახლის რეაბილიტაციას, ასევე თელავის თეატრისთვის ისტორიული ფასადის დაბრუნებას, გადარჩენილ 900 წლიან ჭადრის ხეს და სხვა. ქალაქი დინამიურად განვითარდება და ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ ქალაქში სადაც ყველას გაუხარდება ცხოვრება’’,– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ. თელავქალაქობას დაასრულებს გალა-კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და თანამედროვე ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. 19:00 საათზე კი ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.