მერიამ თელავის საპატიო მოქალაქის წოდება 5 პირს მიანიჭა
თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ საპატიო მოქალაქის წოდება 5 პირს მიანიჭა
,,წელს საპატიო თელაველი 5 პირი გახდა. ესენი არიან ნორბერტ ცაიდლერი, პაატა გულიაშვილი, ლიანა კალმახელიძე, დარეჯან ჭანკოტაძე, ეთერი მაგრაქველიძე. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქის წინსვლასა და განვითარებაში”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.