ადამიანის უფლებათა ცენტრი – გადამეტებულად აქტიურობენ პარტიების კოორდინატორები და აგიტატორები
,,არჩევნებს კახეთის რეგიონში ვაკვირდებით პანკისის ხეობაში და თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.
შეინიშნება ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა. სამაგიეროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გადამეტებულად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა“ და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები და აგიტატორები, რომლებიც აღწერენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ირიბად ახდენენ ზემოქმედებას მათ არჩევანზე”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, შუადღისთვის კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დაფიქსირებული დარღვევები არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.